მდინარაძე იოსებ სიგუაზე: თუ მასთან კითხვები დარჩება, აუცილებლად მოუწევს მოსვლა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ განმარტა, რომ იოსებ სიგუა გუშინდელ სხდომაზე სიცხიანი მივიდა და დღეს, კომისიის სხდომას, აღნიშნული მიზეზის გამო, ვერ დაესწრო.
„როგორც ბედოიძე ჩვენთან პირად საუბარში განმარტავს, გუშინდელ სხდომაზე სიგუა სიცხიანი იყო მოსული და დღეს, ამიტომ ვერ მოვა. თუ მასთან კითხვები იქნება, გამოჯანმრთელების შემდეგ დავუსვამთ. ამიტომ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს დღეს მოხდება, თუ რამოდენიმე დღის შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება სიგუას გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, მდინარაძე აცხადებს, რომ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისგან ასეთი განმარტება არ მიუღია.
„ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისგან ასეთი განმარტება არ მიმიღია. პატაკზეც შევეკითხეთ, რადგან ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგეთ და ვკითხე, რატომ არ მოვიდა. თუ მასთან კითხვები დარჩება, აუცილებლად მოუწევს მოსვლა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდება. თუ, რა თქმა უნდა, დღეს ავადაა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომას არ ესწრებოდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ იოსებ სიგუა ავადაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები