ასტანში „საპარტნიორო ფონდს“, ყაზახურ კომპანია „სემურგ ინვესტსა“ და ყაზახურ ეროვნულ კომპანია „ყაზახ ინვესტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა ყაზახეთში ქალაქ ასტანაში გამართულ საერათაშორისო საინვესტიციო ფორუმში Kazakhstan Global Investment Roundtable-ში მონაწილეობას იღებს.
საერათაშორისო საინვესტიციო ფორუმის Kazakhstan Global Investment Roundtable-ის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდს“, ყაზახურ კომპანია „სემურგ ინვესტსა“ და ყაზახურ ეროვნულ კომპანია „ყაზახ ინვესტს“ შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, მათ შორის კასპიის ზღვაზე მშენებარე კურიკის პორტსა და შავი ზღვის პორტებს შორის თანამშრომლობასა და ევრაზიულ დერეფანში ლოგისტიკური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ასტანაში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის წევრები და 500-მდე წამყვანი ბიზნესკომპანიის ლიდერები ესწრებიან. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქიზან სანგიტაევმა გახსნა.
Kazakhstan Global Investment Roundtable-ის ძირითადი განსახილველი საკითხები ახალი რეგიონული ინიციატივები, საინვესტიციო სტრატეგია, ევრაზიული დერეფნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული პროექტები, „აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანები, ახალი ბიზნესპლატფორმის შესწავლა და გლობალური ეკონომიკური პოლიტიკაა.