იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.
როგორც ცნობილია, სხდომის გაცდენის მიზეზი, სიგუას ავად გახდომაა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს იოსებ სიგუა კომისიის სხდომაზე გამოცხადებას.
გავრცელებული ინფორმაციით, იოსებ სიგუამ გუშინდელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, პატაკი დაწერა და სამსახურიდან წავიდა. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.