“კონტაქტი გვაქვს ზაზა სარალიძესთან და მას ვაწვდით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას”

„ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ სამინისტროს ეზოში პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შსს დაიცავს როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას.
„რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, აღნიშული არის მისი გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ ის საკუთარი ინიციატივით იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, მას შემდეგ რაც მისივე სურვილით შეხვდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მან აღარ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის რომ ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე მის უსაფრთხოებას.
სამწუხაროდ, მან არ ისურვა დეტალებზე საუბარი, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ზაზა სარალიძესთან და მას პერიოდულად ვაწვდით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები