ჰაიკო მაასი ავღანეთში, გერმანელების გადარჩენისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრამდე აღნიშნა, რომ 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი, რაც მჭიდრო პარტნიორობის ნიშანია.
„მინდა, აუცილებლად გავიხსენო ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმა. ეს მოხდა გასული წლის შემოდგომაზე. განსაკუთრებით ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩენა. მინდა, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია და 900 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი ავღანეთში.
11-12 ივლისს გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება. ესეც გახლავთ მჭიდრო პარტნიორობის ნიშანი. უსაფრთხოების საკითხშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით. ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის ვაჭრობის საგანი და მომავალშიც არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები