“ჩვენი მოლოდინია, რომ ნატოს სამიტზე გაისმას მკაფიო გზავნილები ალიანსში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით”
“ჩვენი მოლოდინია, რომ ნატოს სამიტზე გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომ გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერასთან, ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, დამტკიცდეს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც დაკავშირებულია ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან, სხვადასხვა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს მოახლოებული სამიტისა და მასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრისას.