საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა
საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.
„1-ელი ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 საათსა და 30 წუთზე გავა და ბათუმში 15 საათსა 30 წუთზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 22:03 საათზე იქნება.
2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6:30 საათზე გავა და ბათუმში 11:30 საათზე ჩავა. მატარებელი №805 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 14:20 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 19:22-ზე იქნება.
1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი – ბათუმი 8:05 საათზე გავა და ბათუმში 11:01 საათზე ჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი – ქუთაისი, ბათუმიდან 21:00 საათზე გამოვა და ქუთაისში 23:55 საათზე იქნება“,- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.