„დამერწმუნეთ, ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით, გაღუნვა და რაღაც კვალი დანას არ აღენიშნებოდა“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, „რამდენად არის დაზიანებული დანა, რატომ არის დაზიანებული და აუცილებელი იყო თუ არა, ამ დანის იმგვარი შემოწმება, რომ თუნდაც მიკროსკოპულ დონეზე აღქმადი დაზიანებები მიეღო. რამ გამოიწვია ეს გაღუნვა?“.
მამუკა მდინარაძის კითხვას, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
„მე წარმოგიდგენთ ხსენებულ დანას, 4 ფოტოა. ეს არის გ.ბ-ს დანა. ვიზუალურად ამას გაღუნული არ ეტყობა. პირდაპირ ჩანს, ატყობთ ხომ? ეს დანა არის დასურათებული ექსპერტების, მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის მიერ. ეს არის სწორედ იმ კვლევის მერე, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დაასრულა კვლევა, ჩაატარა ექსპერიმენტული ცდები, ჩაატარა მუყაოს კარდონზე გადაფარებულ ნაჭერზე და ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ვიზუალურად არ ლაპარაკობს, მიკროსკოპის ქვეშ მოხდა კვლევის შედეგად ხსენებული დანის წვერის დათვალიერება და დაფიქსირდა მიკრო, თვალით არხილული დეფორმირება. გაღუნვა სულ სხვა ტერმინია. მე პირადად მეჭირა ეს დანა ხელში, როდესაც გამოვიკვლიე სასამართლოს სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულება. ჩემს კოლეგასაც ეჭირა. ადვოკატებსაც მიეცა შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ ეს დანა. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა ქალბატონი მოსამართლის თანდასწრებით და დამერწმუნეთ, ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით გაღუნვა და რაღაც კვალი, დანას არ აღენიშნებოდა“, -განაცხადა ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები