ზვიად ფხაკაძე: ზაზა სარალიძეს გამოძიებისთვის არ უთქვამს, რომ ფარული ჩანაწერის ასლს ფლობდა

“ჩანაწერის ასლი თუ გააჩნდა ზაზა სარალიძეს, ეს ჩვენთვის უცნობი იყო, არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გააჩნდა“, – ამის შესხებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
„როგორც პროკურორი, გამომძიებელი, ვერ დავაყრდნობ რაიმე გადაწყვეტილებას ასლს, თუმცა მისი არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ზაზა სარალძეს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია და ნებიმიერ დროს შეეძლო ეთქვა, ღრმა პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ, იმიტომ რომ რა ტრაგედიაც მან გადაიტანა ჩემთვის მტკივნეულია, როგორც მამისთვის, მაგრამ ზაზას ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია, როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთადაც, მიმოწერა თვითონაც გაასაჯაროვა და კი ბატონო ჰქონდა მიმოწერაც, პირიქით ვთხოვდით, რომ თუ რამეს გაიგებდა ეთქვა და სამართლებრივ ფორმას მივცემდით ამ ინფორმაციას, კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ირაკლი აბესაძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია გარკვეული მტკიცებულება ჩანაწერის სახით, ხომ არ ყოფილა შეთავაზება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რომ ისინი ოფიციალურად დაჰკითხავდნენ ამ საკითხზე და იყო თუ არა მზად, ეს ჩვენება მიეცათ საგამოძიებო ორგანოებისთვის და მათ, შორის, წარედგინათ ეს ჩანაწერი, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისთვის ეს არ შეუთავაზებიათ.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ასეთი რამე, ერთადერთი მეუბნებოდნენ, რომ კანონდარღვევაა. დაკითხული ვარ, მაგრამ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც რუსთავი 2-ზე გავიდა ამ საუბრის მოკლე ჩანაწერი, რა თქმა უნდა ჰქონდათ შესაძლებლობა დავებარებინე და დავეკითხე, მაგრამ არავის დავუბარებივარ“. ჩანაწერის დისკი მოტანილი მაქვს და გიტოვებთ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები