„ქართული ხმები“ ბალტიისპირეთის ქვეყნებში კონცერტებს გამართავს

მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლი „ქართული ხმები“ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში სოლო კონცერტებს გამართავს. კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.
ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების მოწვევითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველ ემიგრანტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ანსამბლის კონცერტებს და ეზიარონ ქართულ მუსიკას. პროექტი ინიცირებულია ანსამბლ „ქართული ხმების“ დირექტორის კახაბერ გრიგალაშვილის მიერ და ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის „ქართული სეზონის“ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები