„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლებს, მთავარი კითხვები არ დაუსვეს“

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოკითხეს შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, არ დასვეს მთავარი კითხვები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ფარდულის ნაწილის გარდა.
„ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს დავსვათ საკმაოდ კრიტიკულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები ცდილობენ რაღაცის გამოყვანას, ჩვენ ვცდილობთ სიმართლის დადგენას. ეს არის საქმე, სადაც არანაირი ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით არ არის გამართლებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები