კახა სირაძე – ყველა მოწმის დაკითხვა 1-ელ დეკემბერს ვერ მოხდებოდა

„კონკრეტული მოწმე, თუ რამე ჩვენებას იძლეოდა, – დაკავშირებულს პიროვნების იდენტიფიკაციასთან – რაც შესაძლებელს გახდიდა პიროვნების ამოცნობას, მასთან ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. თუ ითხოვთ, რომ ყველანი 1 რიცხვში დაკითხულიყვნენ, უკიდურეს შემთხვევაში 2 რიცხვში – ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ამას ვერ გავწვდებოდით“, – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა კახა სირაძემ.
მანვე, კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, აჩვენეს თუ არა საქმის მოწმეებს იმ არასრულწლოვნების ტანსაცმელი და ჩაცმულობა, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარში მონაწილეობდა და ჰკითხეს თუ არა მათ ეზოს რომელ მონაკვეთში იმყოფებოდა ესა თუ ეს პიროვნება ჩხუბის მომენტში.
მისი თქმით, „თუ რომელიმე მოწმეს შეეძლო პიროვნების იდენტიფიკაცია მასთან ჩატარდა და აუცილებლად ჩატარდებოდა შესაბამისი ღონიძიება“, – აღნიშნა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები