პროკურორი: ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის, ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო

ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის, ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
„ამ პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. დავით სარალიძემ თითქოსდა უთხრა….. (თითქოს იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე პირი სხვაგვარად განმარტავს ამას) ერთი სიტყვით, შელაპარაკდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოხდა შეგინება. როგორც გ.ჯ. იძახის, დათომ შეაგინა და ესროლა სიგარეტის ე.წ. ბიჩოკი. რამდენიმე პირი იძახის, რომ დათომ ზოგადად შეიგინა, ანუ კონკრეტულად არ შეუგინებია. მოხდა კონფლიქტი და უკვე როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა, ჯერ ხომ მანქანასთან იდგნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ამ ტერიტორიაზე – ფარდულთან 3-4 მეტრით წინ. ვინც გამოძიებაშია ნამუშევარი, მოგეხსენებათ, რომ ეს არის დინამიური პროცესი და სტატიკურად ხსენებური პირები ვერ იქნებოდნენ. ხელის მოქნევა იყო, ხელი მოხვდა დ.ჩ-საც, ასევე თ.ნ.-საც მოხვდა ხელი, რომელიც ფაქტობრივად აშველებდა. კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები