ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

ორკვირიანი პატრიმრობის შემდეგ, ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა 3-მა პირმა, სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვეს.
ისინი, 14 დღის წინ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას აზრით, მისი დაკავების მიზანი ზაზა სარალიძისგან ჩამოშორება და აქციების შეწყვეტა იყო.
„ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო ტემპერატურის, მუხტის დახშობა და იმ სიტუაციის განმუხტვა რაც ხდებოდა რუსთაველზე.
ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა. დამნაშავეები დაუსჯელნი არიან, სისტემა მორყეულია, მაგრამ მაინც ფეხზე დგას, ამიტომ ბრძოლა სისტემისა და უსამართლობის წინააღმდეგ გაგრძელდება“, – აცხადებს კუპრავა.
მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა კი აცხადებს, რომ აქციები გადადებულია, რადგან ქვეყანაში ჯერ ხელისუფლება არ არსებობს. ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.
„სასადილოს ფაქტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს გენ ინსპექციას და დასჯილია 5 პირი. აქციები გადადებულია, რადგან მთავრობა არ გვყავს და რადგან მთავრობა არ გვყავს, ვის რა უნდა მოსთხოვო“, – ამბობს სარალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები