საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო

ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო. ესტონელი ხალხი 23 ივნისს ესტონეთის შეიარაღებული ძალების გამარჯვების დღეს 1919 წლიდან აღნიშნავს. წელს სამხედრო აღლუმს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ისლანდიის პირველი პირიც ესწრებოდა.
სიტყვით გამოსვლისას, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ ყურადღება გაამახვილა საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევის აუცილებლობაზე, საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასაცავად.
აღლუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები