სერგი კაპანაძე: ჯერ კიდევ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებზეც პასუხები არ არსებობს

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებზეც პასუხი არაა. როგორც მან აღნიშნა, კომისია ყველა ამ საკითხს შეისწავლიან და შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

“ერთი შეხედვით ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება, მაგრამ საღი აზრით იკვეთება ისეთი ტიპის კითხვები, რომლებზეც ამ წუთში პასუხი არ არსებობს. ეს ეხება მაგალითად იმას, რომ ამ ჩხუბის შედეგად იკვეთებოდა ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტი, რომელზეც გამოძიება არ იყო დაწყებული. აქ იყო კითხვები გარკვეული ნივთმტკიცების არ ამოღებასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს ჩვენ შევისწავლით და ამ კითხვებს მივმართავთ შს სამინისტროს და პროკურატურისკენ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საგამოძიებო კომისია დროებითი საგამოძიებო კომისია დაზარალებულთა ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები