“მხარს ვუჭერთ პრევენციის გაძლიერებას, რომ მომავალი თაობა ნარკოტიკების ზიანისგან დაცული იყოს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ხედვა,​ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ყველასთვის ცნობილია.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” მხარს უჭერს ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან სამართალდამცავთა ბრძოლას.

„ჩვენ პრევენციის გაძლიერებას მხარს ვუჭერთ, რომ მომავალი თაობა და ახალგაზრდობა ნარკოტიკების ზიანისგან დაცული იყოს. მხარს ვუჭერთ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის დახმარებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ასევე, მხარს ვუჭერთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან სამართალდამცავთა ბრძოლას. ეს ის სამი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელსაც ჩვენი გუნდი მარს უჭერს და რაზე დაყრდნობითაც რეფორმა განხორციელდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ გუშინ სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის წევრების აზრით, კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები