იზო მაღლაკელიძე: მ.კ.-ს ტანსაცმელზე სისხლის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მან სარალიძეს დანა დაარტყა

„მ.კ.-ს ტანსაცმელი რომც ამოეღოთ, და მასზე ყოფილიყო დავითის სისხლი, ცალსახად ალბათ ეს არ მიგვითითებდა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა“, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ განაცხადა.

„მიხეილ კალანდიას მიმართ ტანსაცმლის ამოღებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ, თუ არავინ მიუთითა გამოძიებას, ბუნებრივია ალბათ თვითონ ვერ იპოვიდნენ მის ტანსაცმელს, თუმცა მე ვთვლი, რომ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი რომც ამოეღოთ, და მასზე ყოფილიყო დავითის სისხლი, ცალსახად ალბათ ეს არ მიგვითითებდა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. იმიტომ რომ ის პირდაპირ უთითებდა, რომ მას შეხება ჰქონდა დავითთან, იმ დროს როცა გ. ჯ. მას დანით აყენებდა დაზიანებებს. ბუნებრივია, შესაძლებელია ყოფილიყო მასზე დავითის სისხლი, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს პირდაპირი მტკიცებულება ვერ იქნებოდა, რომ ის დაგვედანაშაულებინა ცალსახად მკვლელობაში, თუ პარალელურად არ იქნებოდა მოწმის ჩვენებაც, რომ მან გამოიყენა დანა დავითთან მიმართებაში“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები