ზაზა სარალიძე: დაძაბული ურთიერთობის გამო, პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის არ მიკითხავს რატომ არ იდო მ.კ.-ს ტანსაცმელი საქმეში

პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარიას კითხვას, ჰქონდა თუ არა პრეტენზია, ან კითხვა პროკურორებთან ან გამომძიებლებთან იმის თაობაზე, რომ მ.კ.-ს ტანსაცმელი საქმეში არ იდო, ზაზა სარალიძემ უპასუხა, რომ მას ეს კითხვა არ დაუსვამს.

“თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, მ.კ.-ს ტანსაცმელი არ არის ამოღებული საქმეში, გითქვამთ თუ არა ეს პრეტენზია თუ დაგისვამთ ეს კითხვა პროკურორებისთვის ან გამოძიებისთვის”, – მიმართა ხოშტარიამ სარალიძეს.

რის პასუხადაც სარალიძემ უარი განაცხადა და შემგომი პროკურორებთან კომუნიკაციის სურვილის არქონლობით დაასაბუთა.

„არ დამისვამს სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით, მით უმეტეს ბოლო 2 თვის პერიოდში ძაან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პროკურორებთან, და აღარც მქონდა სურვილი მათთან შეხვედრის, იმიტომ, რომ ვიცოდი რაღაც მაინც სათავისო პასუხი უნდა გაეცათ, რაც წყობილებიდან გამომიყვანდა, ვერიდებოდი უფრო სწორად პროკურორებთან ურთიერთობას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ კითხვის პასუხად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები