ლევან დადუნაშვილის დედა: იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, მგონი ყველას დავავიწყდი, რომ მეც დაზარალებული ვიყავი

იმდენ ხანს გასტანა ჩემმა მდუმარებამ, მგონი, ბოლოს ყველას დაავიწყდა, რომ მეც დაზარალებული ვიყავი – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს ზაზა სარალიძეს.

„ჩემი შვილი, ლევან დადუნაშვილი მომხდარ კონფლიქტში, შემიძლია ვთქვა, რომ არის მსხვერპლი, რა გაგებითაც შეიძლება არსებობდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. გინდა ბრმა დაარქვით, გინდა შემთხვევითი დაარქვით, მაგრამ არის მსხვერპლი. ბავშვი, რომელიც არანაირ შეხებაში არ ყოფილა მომხდართან არც სკოლაში, არც სკოლის შემდეგ, მომხდარ კონფლიქტთან, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ლევანი ამ გზით ადიოდა სახლში, ჩვეულებრივად წამოვიდა სახლისკენ და შესულია შემთხვევით, ბოლო მომენტში. ვფიქრობ, რომ ასეთ ჩხუბში ლევანი ბრმად არ შევიდოდა, ეტყობა, იქ ვინმე დაინახა, ძმაკაცი ან სკოლელი, მხოლოდ ამიტომ შეუხვია, ეს ჩემი აზრია. გამოძიებითაც ჩანს, რომ ბოლო მომენტშია შესული. იქ არ ვიცი, რა ქმედება არის განხორციელებული ლევანთან მიმართებით, რატომ მიუბრუნდა ლევანს დამნაშავე, არ ვიცი, შეიძლება მქონდეს ჩემი ვარაუდები“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები