ზაზა სარალიძის ადვოკატი: სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან, მოწმეების დაკითხვისას, უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

„სასამართლო პროცესებზე პროკურორების მხრიდან, მოწმეების დაკითხვისას, უხეშ ჩარევას ადგილი არ ჰქონია“, – ასე უპასუხა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავით სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას, იყო თუ არა სასამართლო პროცესის დროს უხეში ჩარევა პროკურორების მხრიდან მოწმეების, ან ბრალდებულების დაკითხვისას და ასევე აწყვეტინებდნენ თუ არა მოწმეებს ჩვენებებს.

მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც მოწმეების თხოვნა არ დაკმაყოფილდა, როდესაც მათ ჩვენების მიცემის პროცესში, ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გაყვანა მოითხოვეს.

„მოწმეების დაკითხვისას ისეთი უხეში ჩარევა, რომ შეეწყვეტინებინათ, სხვა მიმართულებით წაეყვანათ, ასეთ ფაქტებს ვერ დავასახელებ, კიდევ ვიმეორებ, არ მინდა, რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ერთი გარემოება, როდესაც რამდენიმე მოწმემ ჩვენების მიცემისას პროცესის მიმდინარეობის დროს, ითხოვა, ბრალდებულები დარბაზიდან გაეყვანათ, მაგრამ არ დაუკმაყოფილეს ეს შუამდგომლობა და მივიღეთ სურათი ისეთი, რომ ამ ბავშვებმა მისცეს არაფრისმომცემი ჩვენება, თუმცა ძალიან საგულისხმო იყო ის დეტალი, რომ როდესაც უნდა ესაუბრათ, ეკავათ თუ არა მათ ხელში რაიმე იარაღი, ამ ბავშვებმა გადახედეს ბრალდებულებს, მე ვადევნებდი თვალყურს ამას და ნათლად დავინახე ეს ქმედება. თუ არ ვცდები, ეს იყო გ. ჯ 2, ოღონდ ბოლო და შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ხელში არაფერი დაუნახავთ. ბრალდებულებზე ვსაუბრობ“, – განცხადა ნესტან ლონდარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები