“ბახტაძის მიერ განხორციელებულ შემოწირულობის საკითხს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს”

“მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განხორციელებული შემოწირულობის საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ”, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მათ არასამთავრობო სექტორმა მიმართა.

„ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მას 2012 წლის აგვისტოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირადი თანხებით არ დაუფინანსებია და მისი საბანკო ანგარიშის ტექნიკურად გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები