ზაზა სარალიძე: არცერთი პოლიტიკური პარტია არ მაინტერესებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრაზე, სადაც ის თავის ადვოკატთან ერთად კომისიის წევრებს ხვდება, განაცხადა, რომ მისთვის გამაღიზიანებელია ის მოსაზრება, თითქოს მის ზურგს უკან რომელიმე პოლიტიკური პარტიაა ამოფარებული.

სარალიძის თქმით, მის ინტერესებში პოლიტიკა არ შედის.

“როდესაც ჩემზე მიდის ლაპარაკი და ამბობენ, რომ ჩემს უკან ამოფარებულია რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია. როდესაც ჩემზე საუბრობთ, გთხოვთ, საერთოდ პოლიტიკა არ ახსენოთ, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. არცერთი პოლიტიკური პარტია არ მაინტერესებს, არც ძველი, არც ახლანდელი და არც მომავალი, ვინც მოვა. არავის ორგანიზებული ეს მოვლენები არ იყო, აღარ მინდა ამ საკითხზე საუბარი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დროებითი საგამოძიებო კომისია დაზარალებულთა ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები