ამერიკამ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები შეაჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის მიმართ 300 სახის სანქცია შეაჩერა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, 300 სახის სანქცია ჰქონდა განსაზღვრული ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რომლებიც შეჩერებულია. ტრამპის განცხადებით, მან სანქციების გავრცელება ჩრდილოეთ კორეის მიმართ შეაჩერა, რადგან მატი განხორციელება, მისი მხრიდან, უპატივცემლო ჟესტი იქნებოდა.
„თუმცა, ჩვენ ვინარჩუნებთ სანქციების ამოქმედების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის, ისტორიული შეხვედრა სინგაპურში დღეს შედგა. დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, შესანიშნავი ურთიერთობები განვითარდება.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.