ლექციების სერია სამხატვრო აკადემიაში
სამხატვრო აკადემიის ეზოში, სტუდენტების ინიციატივით, ტარდება ლექციების სერია – „კრიზისის შინაარსი“. საუბრის თემაა: “კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსების”, სიყვარულის, ღალატის, ძლიერებისა და სუსტების შესახებ. ლექციების მიზანია, გაანალიზდეს კრიზისის არსი სახელოვნებო სივრცესა და სასწავლებლებში.
სამხატვრო აკადემიაში იწვევენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომ მათი დახმარებით და მათთან ერთად სტუდენტებმა, ლექტორებმა და ადმინისტრაციამ, ასევე საზოგადოებამ გაარკვიოთ, რაში მდგომარეობს ეს კრიზისი, საიდან მოდის და რა არის მისი უხილავი ძირები, რა ფორმებში გამოიხატება და რა გზები არსებობს მისგან თავის დასაღწევად. კიდევ ერთხელ, ხელახლა დავსვათ ის კითხვები, რომლებიც გვიბიძგებს ახალი ხედვის და რეალობის ფორმირებისკენ.