ირანში, ერაყიდან უკანონოდ შესული 9 პირი მოკლეს
რანის გვარდიამ 9 ისლამისტი მებრძოლი მოკლა, რომლებიც ერაყის ტერიტორიიდან ირანში უკანონოდ შემოვიდნენ.
ირანის ბრიგადის გენერლის, მოჰამედ პაკპურის განცხადებით, ერაყიდან შემოსული ჯგუფი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიებზე, სამხედრო აქტივობებსა და არასანქცირებული ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა.
ბრიგადის გენერლის განცხადებით, მომხდარი შეტაკებისას კიდევ სამი მებრძოლი დაიჭრა. შემთხვევა ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა, რა დროსაც ირანელმა სამხედროებმა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუ რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ მოკლულები.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ირანში, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა რამდენიმე კოორდინირებული შეტევა განახორციელეს თეირანში მდებარე პარლამენტის შენობასთან და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან, რის შედეგადაც 18 ადამიანი გარდაიცვალა.