ირანის პრეზიდენტი, ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გამო, აშშ-ს კვლავ აკრიტიკებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჰასან როუანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას.
მისი განცხადებით, ამერიკა გაუთვითცნობიერებელია შეთანხმების არსში. მან, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს, გაწეული მხარდაჭრისა და შეთანხმების შესანარჩუნებლად გაწული წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.
„ამერიკამ მთელ მსოფლიოს უჩვენა საკუთარი გაუთვითცნობიერებლობა და შეთანხმების უგულვებელყოფა, რადგან ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა მთელს საერთაშორისო საზოგადოებაზე აისახება“, – აღნიშნა როუჰანიმ ჩინეთში, სადაც ის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ჩავიდა. შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები