ფილიპინების მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მდებარე ტერორისტული დაჯგუფების ლოკაციები დაბომბა, მოკლულია 15 რადიკალ-ისლამისტი
ფილიპინებში, ქვეყნის სამხედრო ძალებმა, საჰაერო და სახმელეთო შეტევის განხორციელების შედეგად, 15 პრო-ისლამური მებრძოლის განეიტრალება შეძლეს.
ქვეყნის ავიაციამ ის ქარხანა დაბომბა, სადაც „ბანგსამოროს ისლამური დამოუკიდებლობის მებრძოლები“ (BIFF) იმპროვიზებულ ასაფეთქებელ საშუალებებს ამზადებდნენ.
“ოპერაციისას გავანადგურეთ 15, დაიჭრა 10, ხოლო 2 მებრძოლი დავაპატიმრეთ“- აღნიშნა ფილიპინების არმის გენერალმა, სირილიტო სობეჟანამ.
ცნობისათვის, ფილიპინების სამხრეთ ტერიტორიებზე, უკვე რამდენიმე წელია, რაც „ბანგსამოროს ისლამური დამოუკიდებლობის მებრძოლების“ ორგანიზაცია გააქტიურდა. მთავრობამ ორგანიზაცია ტერორისტული დაჯგუფებების ნუსხაში შეიყვანა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ორგანიზაციას „აბუ საიეფის“ და „მაუტეს“ დაჯგუფებებიც შეუერთდნენ. წლების მანძილზე, ხსენებულმა დაჯგუფებებმა ფილიპინებზე არაერთი ტერაქტი მოაწყვეს.