“წიგნები მაღალმთიან სოფლებს”

საქველმოქმედო პროექტი “წიგნები მაღალმთიან სოფლებს” მაღალმთიანი სოფლების თანამედროვე ლიტერატურით მომარაგებას ემსახურება. წიგნების მაღაზიაში: “book city” და კაფე-ბარში “არსად” ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნების საჩუქრად მიტანა. აქ განთავსებულია ყუთები. დღეს, 21 საათზე, ბარში “არსად” პოეზიის საღამო ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობენ პოეტები: გიორგი არაბული, ლია ლიქოკელი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ხვიარა), დიანა ანფიმიადი, კატო ჯავახიშვილი და სხვები. ბილეთის ფასი 5 ლარია, საიდანაც 2 ლარი მაღალმთიანი ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები