ერაყში საარჩევნო ბიულეტენების საცავი დაიწვა

ბაღდადში ის საცავი დაიწვა, სადაც ქვეყანაში, გასულ თვეს ჩატარებული საარჩევნო ბიულეტენები ინახებოდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შესაძლოა, არჩევნების ხელახალი ჩატარების აუცილებლობა დააყენოს დღის წესრიგში.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბდიმ განაცხადა, რომ ცეცხლი არა საარჩევნო ბიულეტენებს, არამედ ერაყის დემოკრატიას წაუკიდეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხსენებულმა ხანძარმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. მისივე თქმით, მთავრობა ყველა საჭირო ზომას მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებას დაემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები