იაპონიის წყლებში ამერიკულმა საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კუთვნილი F15 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა, იაპონიის კუთვნილ კუნძულ, ოკინავასთან კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელობამ დაადასტურა.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი რუტინულ სატრენინგო მისიას გადიოდა.
ცნობილი ხდება, რომ საბრძოლო თვითმფრინავის პილოტმა დროულად მოახერხა კატაპულტირება, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი და უვნებელი იპოვეს. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის.
ბოლო დროს, კუნძლ ოკინავას მაცხოვრებლების მხრიდან, საჩივარები ამერიკელი სამხედროების მისამართით გახშირდა. ისინი საუბრებში აღნიშავენ, რომ რეგულარული ფრენები საცხოვრებელ გარემოს აბინძურებს, ხოლო თვითმფრინავებს კი ხშირად ნაწილები სცვივათ, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე სამხედრო თითმფრინავმა კუნძულზე საავარიო დაშვება განახორციელა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ოკინავას ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზა, ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე გადაიტანონ.