კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩაფრინდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი უკვე სინგაპურშია, სადაც ხვალ, კუნძულ ზენტოსაზე მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართება.
კიმ ჩენ ინის სინგაპურში ჩასვლა სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან ბალაკრიშნანმა უკვე დაადასტურა.
კიმ ჩენ ინის სინგაპურში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სინგაპურის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა – „მივესალმები თავმჯდომარე, კიმ ჩენ ინს, რომელიც სინგაპურში ჩამოვიდა“.

არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სასტუმრო St. Regis-ში დაბინავდ, სადაც მისი პირადი დაცვის 50 წევრი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები