ძლიერი წვიმა და სეტყვა ასპინძაში

სტიქია ასპინძაში – უხვმა ნალექმა მდინარე ოთოს წყლის ადიდება გამოიწვია. დაიტბორა სახლები, განადგურდა ნათესები, და სასოფლო – სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების განცხადებით, ძლიერმა წყალდიდობამ წაიღო შინაური ფრინველი და ცხოველი. გზებზე არსებული ნიაღვრების გამო ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით შეფერხებულია მოძრაობა. სტიქიის ადგილას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები