მამუკა ხაბარელი – თითოეული ახალი პროექტი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით დაიგეგმება და განხორციელდება
“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. მამუკა ხაბარელი ადგილობრივებს მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
ამ დროისთვის, დასახლებაში რეკრეაციული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. კერძოდ, დაწყებულია სკვერის მშენებლობა, შენდება ახალი სკოლა და სპორტული დარბაზი.
მამუკა ხაბარელის თქმით, მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა, მათთან აქტიური კომუნიკაციით გაგრძელდება და ყოველი სიახლე, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება.