ღაზას სექტორში, საპროტესტო აქციაზე კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა

ღაზას სექტორში მიმდინარე საპროტესტო აქციისას მომხდარი შეტაკების დროს, ებრაელმა ჯარისკაცებმა კიდევ სამი პალესტინელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელის საზღვრის სიახლოვეს საბურავების დაწვა დაიწყეს, რამაც ხილვადობა გააუარესა. ამის შემდეგ დემონსტრანტები საზღვრის უკანონო გადაკვეთას შეეცადნენ.
არსებული ინფორმაციით, საზღვართან რამდენიმე პალესტინელმა მებრძოლმა ებრაელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლიც კი გახსნა. ამ დროისთვის, ღაზას სექტორში მომხდარი შეტაკებების შედეგად, 120 ადამიანია გარდაცვლილი.
ისრაელი-პალესტინის საზღვართან საპროტესტო აქციები უკვე 2 თვეა მიმდინარეობს. ღაზას მცხოვრებლები ისრაელს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები