სოფელ ბრეთში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

“სოფელ ბრეთში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ ბრეთში არსებული ხიდის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ამორტიზირებული ხის საფარის დემონტაჟი, მოეწყობა სავალი ნაწილი ორტესებრი ძელებით და დაღარული ფოლადის ფურცლით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სამშენებლო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები