ავტომანქანის სათადარიგო საბურავში დამალული ნარკოტიკი – სასაზღვრო პოლიციამ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულს სასაზღვრო გამტარ პუნქტ “ყაზბეგი”-ს გავლით, რუსეთის ფედერაციაში საკუთარი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სათადარიგო საბურავიში დამალვის გზით, სურდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 ფუთად დაფასოებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გატანა.
“სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისსწინებს”, – წერია ინფორმაციაში.