მარიამ ლაშხი: საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში
“საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვაშინგტონში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში. გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება. ჩვენ ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობაც მოგვეცა როგორც დელეგაციების წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ლაშხმა.