მარიამ კობიაშვილი და ლევან ქარუმიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს დავით კარგარეთელს შეხვდნენ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს დავით კარგარეთელს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მარიამ კობიაშვილმა საჯარო მოხელეთა გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამაში შემავალი მოთხოვნადი კურსები განიხილა. მისი თქმით, პროგრამა მუდმივად განახლების პროცესშია და შესაბამისობაშია თანამედროვე მოთხოვნებთან.
მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში საკადრო დეფიციტის დაძლევას შეუწყობს ხელს.