ზვიად შალამბერიძე – სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება – რომელსაც დარწმუნებული ვარ ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე
გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„პერიოდულად ხან ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ კრიტიკული განცხადებებით საქართველოს მიმართ, ხან პოლონეთი. მათთვის არ კმარა მხოლოდ ორი ტელევიზია, ახლა „რუსთავი 2“-იც შეიტანეს სიაში. კიდევ გრძელდება შეტევა ქვეყნის მედიაზე და ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რასაც ისინი ცდილობენ მიიღონ, რეზოლუციად დარჩება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები