დონალდ ტრამპი: “დიდი შვიდიანის“ სამიტს რუსეთის წარმომადგენელიც უნდა დაესწროს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, “დიდი შვიდიანის“ რიგით 44-ე სამიტს, რუსეთის წარმომადგენელიც უნდა დაესწროს. მან ამის შესახებ კანადაში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.
კვებეკში ჩანიშნულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის შეხვდება, სადაც მხარეები, სავარაუდოდ, პარიზის შეთანხმებას კლიმატური პირობების შესახებ, ირანის ბირთვულ შეთანხმებასა და ამერიკული ალუმინის იმპორტზე გაზრდილი ტარიფების საკითხებზე ისაუბრებენ.
„დრო გავა, ჩვენ აღარ ვიქნებით, მაგრამ ჩვენმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ საერთო ხედვა გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრიუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს, რის შემდეგაც ფორმატი „დიდ შვიდიანად“ გადაკეთდა.