„წითელმა ჯვარმა“ იემენიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ იემენიდან 71 თანამშრომლის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ცნობილია, რომ ორგანიზაციამ ხსენებული გადაწყვეტილება მათ მიმართ გახშირებული მუქარებისა და საფრთხისშემცველი ქმედებების შემდეგ მიიღო.

„ჩვენი მიმდინარე აქტივობები ამ დროისთვის შეჩერებულია, რადგან ჩვენს მიმართ არ წყდება მუქარები. არსებულ კონფლიქტში ხდება ჩვენი ორგანიზაციით მანიპულირება“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იემენში სამოქალაქო ომი უკვე 7 წელია მიმდინარეობს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჰუსიტებმა ქვეყნის კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი გადააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები