ავსტრია 7 მეჩეთის დახურვას და 40 ამინის გაძევებას გეგმავს
ავსტრიის მთავრობა 7 მეჩეთის დახურვას და 40 ამინის გაძევებას გეგმავს ქვეყნიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ისლამური იდეოლოგიისა და უცხოეთიდან დაფინანსებული რელიგიური ჯგუფების მიმართ განსახორციელებელი წნეხის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
„პოლიტიზირებული ისლამის რელიგიას და რადიკალიზაციურ ტენდენციების ჩვენს ქვეყანაში არაფერი ესაქმება, – აღნიშნა ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მედიასთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კოალიციურმა მთავრობამ ქვეყნის მმართველობის გადაბარებისას პირობა დადო, რომ გადაწყვეტდა ქვეყანაში არსებული საემიგრაციო კრიზისს და თავიდან აიცილებლად უკანონო მიგრანტთა მორიგ შემოდინებებს ქვეყანაში.