სირიაში დაბომბვას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ერთ-ერთი სოფლის საჰაერო დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა, რომელიც დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული.

„სავარაუდოდ, რუსეთის კუთვნილმა საბრძოლო თვითმფრინავებმა, სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ზარდა დაბომბა, რამაც მოსახლეობაში უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია“, – ამის შესახებ განცხადება სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, რამი აბდულრაჰმანმა გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება დაბომბვის მასშტაბებისა და მასიურობის გათვალისწინებით. მაშველები შენობების ნანგრევებში კვლავ აწარმოებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთით მდებარე ხსენებული სოფელი და იდლიბის რეგიონი, ამ დრომდე, ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე ფრაქციების მიერ კონტროლდება, რის გამოც, ხშირია საჰაერო იერიშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები