ნატო-ს წევრი ქვეყნები სამხედრო ხარჯებს 3.8%-ით გაზრდიან

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯების 3.8%-ით ზრდის შესახებ განაცხადა.

„ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ შეაჩერა სხვა ხარჯების შემცირება და თავიანთ თავდაცვით ხარჯებს ზრდიან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები სამხედრო ტექნიკაზე ხარჯების 20%-ის დახარჯვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თავისი სამეთაურო პერსონალის 1 200 ადამიანით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და ორი ახალი შტაბი გერმანიასა და აშშ-ში ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები