კენიაში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა

კენიის ავიაკომპანია Fly SAX-ის თვითმფრინავმა, რომელიც გუშინ კავშირზე აღარ გამოდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა.
რვა მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მათი ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპული იყო.
ოთხშაბათს საღამოს, ჯომო კენიატას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, დისპეტჩერებმა თვითმფრინავთან კავშირი დაკარგეს. თვითმფრინავი ქალაქ კიტალედან ნაირობიში მიფრინავდა. პილოტების მობილური ტელეფონებიდან სიგნალების აბერდერის ეროვნული პარკის პერიმეტრზე ისმინებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები