ავღანეთის პრეზიდენტმა, “თალიბანის” წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები დროებით შეაჩერა

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანთან“, ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე, განცხადება გააკეთა.
ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მუსულმანური წმინდა თვის დასრულების და ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღო.
„ცეცხლის დროებითი შეწყვეტა კიდევ ერთი შანსია „თალიბანისთვის“ გაიაზროს, რომ მათი ძალადობისკენ მიმართული კამპანია არავის გულს არ მოიგებს. ძალადობის კამპანიით, თალიბანი კიდევ უფრო რადიკალურად განაწყობს ხალხს მათ მიმართ“, – აღნიშნა აშრაფ ღანიმ.
არსებული ინფორმაციით, ავღანეთის შეიარაღებული ძალები, სამხედრო ოპერაციებს, დროებით, მხოლოდ „თალიბანის“ წინააღმდეგ შეაჩერებენ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არ ეხება „ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები