მაიკ პომპეო – არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ირანის მიერ ურანის მარაგების გამდიდრების საკითხს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა ურანის მარაგების გამდიდრებას გეგმავს. პომპეომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას.
„ჩვენ ვაკვირდებით ირანში მიმდინარე პროცესებს ურანის გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით. არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – აღნიშნა პომპეომ საკუთარ ტვიტერზე დაწერილ პოსტში.