დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. როგორც მან აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა, არა კომისიის, არამედ სიითი შემდგენლობის წინააღმდეგი იყო. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” მეტი ნდობა გააჩნია, ვიდრე “ევროპულ საქართველოს”.

“შეკითხვები ბევრია, შეკითხვები რომ არ არსებობდეს, ხალხი ქუჩაში არ იქნებოდა, ყველას დაგვრჩა განცდა, იმიტომ, რომ ერთი კვირით ადრე იყო გაჟღერებული, რომ იქნებოდა გაუგებარი განაჩენი, შესაბამისად, ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. კითხვები ბევრია, მაგრამ ალბათ, ყველაზე ლეგიტიმურია ის, რომ ქვეყანაში უსამართლობის გრძნობა არავის დარჩეს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ადამიანის სიკვდილს ეხება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კომისიის წინააღმდეგი არ ვიყავი, ვარ სიითი შემდგენლობის წინააღმდეგი, თანაბარი რაოდენობით უნდა შევსულიყავით. ზოგადად, ნდობის ხარისხს განსაზღვრავს არჩევნები და მეტი ნდობის ხარისხი, დღესდღეობით, გააჩნია “ქართულ ოცნებას” და ჩვენ თვითონ რატომ ვამბობთ შეგნებულად უარს, ეს არ მესმის. ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი ნდობა გააჩნია, ვიდრე “ევროპულ საქართველოს” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები