საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში NDI-ს პრეზიდენტს, კენ ვოლაკს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.

მხარეებმა ისაუბრეს NDI-ს მიერ მხარდაჭერილ რეფორმებზე საქართველოში, მათ შორის, გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ასევე, იმ თანამშრობლობაზე, რომელიც არის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და NDI-ს ადგილობრივ წარმომადგენლობას შორის.

განსაკუთრებით აღინიშნა იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს სოფო კილაძის, როგორც ქალი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიანობაში. საუბარი, ასევე, შეეხო შშმ პირების მხარდაჭერის საკითხს, რომლითაც ორგანიზაციის პრეზიდენტი დაინტერესდა. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები